თეგებით ძიება

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ივლისში ნამდვილ სიყვარულს იპოვიან

ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეხვდებიან თავისი ცხოვრების ნამდვილს სიყვარულს 2023 წლის ივლისში?

ტყუპი

ტყუპებისთვის 2023 წლის ივლისი ის დროა, როცა თავი უნდა დაანებონ თავიანთი ცხოვრების ჰოლივუდური მელოდრამების მიხედვით აწყობის ოცნებას და გარშემო მიმოიხედონ. ეს პერიოდი იდეალურია მათთვის, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდნენ და სერიოზული და ჰარმონიული ურთიერთობა დაამყარონ. როგორც ასტროლოგები ირწმუნებიან, ვარსკვლავებმა ასეთი ადამიანი უკვე გამოგიგზავნეს, დიდი შანსია, რომ თქვენ გარემოცვაშია, მაგრამ ვერ ამჩნევთ, ან კიდევ სულ სხვა თვალით უყურებთ. შეიძლება იგი თქვენს სამსახურში, სხვა განყოფილებაში მუშაობს… ივლისი ცვლილებების თვე იქნება და აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრების სიყვარული უფრო ახლოს ყოფილა, ვიდრე წარმოგედგინათ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ არ აჩქარდეთ, ურთიერთობის განვითარებას დრო სჭირდება, ამიტომ თანმიმდევრულად იმოქმედეთ და ყველაფერი თავისთავად, მშვენივრად დალაგდება.

კირჩხიბი 

ასტროლოგები გირჩევენ, რომ 2023 წლის ივლისში უარი თქვათ სახლში ჯდომის უკვე თითქმის სისხლში გამჯდარ ჩვევაზე და უფრო ხშირად გახვიდეთ გარეთ. უარი არ თქვათ მეგობრების, ახლობლების კოლეგების შეთავაზებაზე, დაესწარით წვეულებებს, კონცერტებს, წადით დაბადების დღეზე და სხვ. ასეთი ღონისძიებების დროს დიდი შანსია, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და ბედნიერებას გაჩუქებთ. ასტროლოგები ასევე გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა ეს ურთიერთობა თავიდანვე მძიმედ წარიმართოს და გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგიწიოთ, მაგრამ სამაგიეროდ ორივე ღრმად დარწმუნდებით, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი.

მორიელი 

რომანტიკა მორიელებს ივლისში უკომპრომისოდ და მოულოდნელად დაატყდებათ თავს და ბედნიერ დღეებს მოუტანთ. ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ურთიერთობის დაწყებისა და შეყვარების არ შეგეშინდეთ, უბრალოდ, უნდა შეძლოთ მსუბუქი ფლირტისა და ნამდვილი გრძნობის გარჩევა. ივლისში ყველა შანსი გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარ ადამიანს შეხვდეთ, ან უკვე არსებული ურთიერთობა უფრო სერიოზულ რანგში აიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი „გესლიანი“ გამოხტომები დაივიწყოთ, უფრო კეთილგანწყობილი და გახსნილი იყოთ ადამიანებთან ურთიერთობაში და საკუთარ ბედნიერებას იპოვით.

მერწყული 

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მერწყულები მივლენ დასკვნამდე, რომ დროა, მარტოხელას სტატუსს დაემშვიდობონ. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ბედი აქტიურად დაიწყებს მუშაობას, რომ თქვენი ცხოვრებაში საჭირო ადამიანი შემოიყვანოს. მერწყულებს მხოლოდ ის სჭირდებათ, რომ საკითხს მაქსიმალური სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მიუდგნენ. შეხვედრებსა და ღონისძიებებზე დასწრებაზე უარი არ თქვათ, იმიტომ რომ ერთ-ერთი შემთხვევითი შეხვედრა აღმოჩნდება სწორედ ის, რომელიც თქვენს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს. გამოაჩინეთ თქვენი გამორჩეულობა, ინტელექტი და უეჭველია, რომ სასიამოვნო ახალი ნაცნობობა ძალზე პერსპექტიული გამოდგება.

თევზები 

ივლისის დასაწყისში თევზები არ იქნებიან განწყობილნი იმისკენ, რომ სასიამოვნო აქტივობებში ჩაერთონ, რადგან ახლო წარსულში წარუმატებელი ურთიერთობები მაინც გავლენას ახდენს მათ განწყობაზე, თუმცა ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თვის მეორე ნახევარში თქვენთვის სასიამოვნო ამბების მოსახდენად იზრუნებენ. თევზები თავიანთ გრძნობებში გაერკვევიან და მიხვდებიან, რომ სურთ ურთიერთობა დაიწყონ იმ ადამიანთან, რომელსაც დიდი ხანია იცნობენ. მოულოდნელი გარემოებების  შექმნის შედეგად აღმოაჩენთ, რომ აქამდე ვერ შენიშნეთ თქვენი ნამდვილი საბედო და გაოცებული დარჩებით. ცხადია, სიტუაციის გამოსწორებას შეეცდებით. თამამად და ღიად იმოქმედეთ და მეორე მხრიდანაც სასურველ პასუხს მიიღებთ. ამისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. უკვე თვის ბოლოსთვის თევზებს აქვთ ყველა შანსი, პარტნიორთან ერთად დატკბნენ რომანტიკით.

წყარო: nostal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა