ქეთი მელუა შვილს ქართულს ასწავლის - (ვიდეო)
ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა შვილს მშობლიურ ენას ასწავლის.
მელუას შვილის, პატარა სანდროს მამა ნახევრად ქართველია, მეცნიერი, თუმცა მისი სახელი და გვარი არ საჯაროვდება. ის ქეთის მეორე მეუღლეა.
მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ქეთი მალევე დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას და პატარა სანდრო აქტიურად დაჰყავს გასტროლებზე და რეპეტიციებზე.
ახლახან კი გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შვილს ქართულად ესაუბრება და ქართულ წიგნებსაც უკითხავს.