თეგებით ძიება

ივლისში თქვენი ფინანსები გაიზრდება? - ასტროლოგების რჩევები

2023 წლის ივლისის თვე აქტიურია პროექტების განსახორციელებლად...

მაგრამ, ამავდროულად, ივლისის თვეს მიწის ენერგიაც მართავს. მიწა მატერიალურ სიკეთეებთან, ფულთან, ქონებასთან ასოცირდება და ამიტომაც, ფინანსურ სფეროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. 2023 წლის ივლისი მატერიალური კეთილდღეობის მოსაზიდად შესანიშნავი თვეა. შესაძლოა, დიდი ფინანსური სარგებელი, იღბალი და გამართლება შეგხვდეთ. ბევრად მარტივად გადაჭრათ ფინანსური საკითხები, ვალდებულებები, შეიძინოთ დიდი ხნის ნანატრი ქონება, თუ ძვირფასი ნივთები.

ამიტომაც, ასტროლოგები ამბობენ, რომ 2023 წლის ივლისი მატერიალური სიმდიდრის გაზრდის, ფინანსური დანაზოგის შექმნის თვეა. ბევრი მიმართულებით თქვენ მიერ წამოწყებული საქმე აბსოლუტურად გაამართლებს და მნიშვნელოვან სარგებელსაც ნახავთ.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო დასვენებასა და განტვირთვასაც დაუთმოთ. როგორც უკვე აღინიშნა, ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, თხა აჩქარებულ ტემპს ვერ იტანს და შესაძლოა, ძალიან მარტივად ემოციური სიცარიელე, გადაღლა იგრძნოთ, ამან კი მოტივაცია დაგიქვეითოთ და შესრულებული საქმეების ხარისხზე იმოქმედოს.

ასევე, თხის ენერგია ესთეტიკას, სულიერებას, სილამაზეს უკავშირდება. ყველაფერი, რაც შემოქმედებითობასთან იქნება დაკავშირებული, წარმატებით გამოგივათ. თუ დიდი ხანია, რაიმეს შესწავლა, დახვეწა და გაუმჯობესება გსურთ, ზუსტად ახლაა შესაფერისი დრო.

გარდა ამისა, ეს თვე შესაძლოა, მანიპულაციებით და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით იყოს გამორჩეული, რაც ხელს შეგიშლით. შეეცადეთ, კრიტიკული აზროვნება ჩართოთ და ბრმად არავისა და არაფერს ენდოთ. იყავით ყურადღებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგიმალონ და გამოგრჩეთ.

ივლისის თვის ენერგია დაგეხმარებათ, საკუთარ ფიქრებს, შინაგან შიშებსა და დაბრკოლებებს გადახედოთ, მოიპოვოთ სიმშვიდე და მიხვდეთ, რა გჭირდებათ რეალურად ბედნიერებისათვის. ხშირად მოუსმინეთ თქვენთვის საყვარელ მუსიკას, გაისეირნეთ, სუფთა ჰაერზე იყავით, დაკავდით სასურველი აქტივობით და განიტვირთეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა