"ყურადღება მიაქციეთ წნევას..." - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმდინარე კვირაში სამი გეომაგნიტური დღის შესახებ აფრთხილებს.
„სამი გეომაგნიტური დღე გვაქვს: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი... მიაქციეთ ყურადღება დისკომფორტს, თუ იგრძენით თავის ტკივილი. ასევე არტერიულ წნევას და შესაბამისი ზომები მიიღეთ. მით უმეტეს, თუ მოხუცები გყავთ. მათ განსაკუთრებით იციან ამ დღეებზე რეაგირება,“ - ამბობს ასტროლოგი.