თეგებით ძიება

ურთიერთობები დაიძაბება, გაძლიერდება კრიტიკულობა, ირონია, ცინიზმი და სარკაზმი - რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ასტროლოგ, რამაზ გიგაურის თქმით, ცოტა ხანში გაძლიერდება კრიტიკულობა, ირონია, ცინიზმი და სარკაზმი, რამაც მოსალოდნელია ბევრ ადამიანსა, თუ რგოლს შორის ურთიერთობა დაძაბოს.

„10 ივლისს (თბილისის დროით 15:40 საათზე) ენერგიის, ბრძოლის, აგრესიის და სექსუალურობის პლანეტა მარსი ქალწულის ნიშანში გადაინაცვლებს და იქ 27 აგვისტომდე დარჩება.

თუ აქამდე მარსი ლომში მოძრაობდა და აქედან გამომდინარე, მოქმედებები უფრო აქტიური, ენერგიული, გაბედული და შემოქმედებითი იყო, 10 ივლისიდან ეს მოქმედებები უფრო კონკრეტული და პრაქტიკული გახდება.

ბუნებრივია, გაძლიერდება პრობლემების მენტალური მოგვარების და გადაწყვეტის ალბათობა, რადგან ამ პერიოდში მარსის მმართველი მერკური ხდება, რომელიც სწორედ აზროვნების პროცესს მართავს. მნიშვნელოვანი გახდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა და ასევე წვრილმანი საკითხების მიმართ ყურადღების დათმობა. ნებისმიერი მცირე დეტალიც კი შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს.

ამ პერიოდში ბევრ ადამიანს საშუალება მიეცემა, რომ დაგროვილი ენერგია კონკრეტული პროექტების რეალიზაციისთვის გამოიყენოს და იმ მიზნების მიღწევისთვის გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომლების მიღწევასაც ბოლო 2-3 თვეა ამაოდ ცდილობდნენ.

საერთოდ, ქალწულის ნიშანში მარსის მოქმედება გაცილებით ორგანიზებული, მოქნილი და პლასტიურია, ვიდრე იგივე ლომში, სადაც ენერგია თავშეუკავებლად და ნიაღვრის მსგავსად მიედინება. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში ბევრი ადამიანი შეძლებს ქაოტური მდგომარეობას დალაგებასა და ორგანიზებას. ბევრი რამ გაირკვევა და გამოაშკარავდება. თუ აქამდე ესა თუ ის მოვლენა კითხვის ნიშნებს შეიცავდა, ახლა უკვე ბევრ რამეს თავისი სახელი დაერქმევა, რაც ადამიანებს გაუადვილებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის დაკისრებასა და გადაწყვეტილების მიღებას. გააქტიურდება რუტინული საკითხებიც, თუმცა სწორედ მათი მართვითა და მოგვარებით მიიღწევა წარმატება.

ნეგატიური კუთხით, ადამიანებში გაძლიერდება კრიტიკულობა, ირონია, ცინიზმი და სარკაზმი, რამაც მოსალოდნელია ბევრ ადამიანსა თუ რგოლს შორის ურთიერთობა დაძაბოს და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს. საერთოდ, ადამიანები კრიტიკის მიმართ მგრძნობიარეები გახდებიან.

ეს პერიოდი ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მედიცინას (ექიმები, ექთნები, სანიტრები, დიეტოლოგები), ასევე მნიშვნელოვანი იქნება სპორტული ინსტრუქტორებისთვის, მასაჟისტებისთვის, კოსმეტოლოგებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა ცხოველების მოვლას თუ მათთან მუშაობას უკავშირდება.

ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იქნება:

* იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მარსი სწორედ ქალწულის ნიშანში აქვთ. მათ ტრანზიტულ ჰოროსკოპში მოხდება ე. წ. „მარსის დაბრუნება“, რაც საფუძველს დაუდებს ახალ, ორწლიან ციკლს. ამ ციკლის დადებითი და უარყოფითი მხარე დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად პოზიტიურად არის განთავსებული ნატალური მარსი კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში.

* ცალსახად, პოზიტიური იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის - კუროებისთვის, ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის. მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია დაიწყოს ახალი საქმიანი „ტალღა“ (კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში მზის, მერკურის და რა თქმა უნდა, მარსის განთავსებას).

* შედარებით პოზიტიური იქნება კირჩხიბებისთვის და მორიელებისთვის, რადგან მარსი ამ ნიშნებთან შექმნის სექსტილურ (60 გრადუსიან) ასპექტებს, რაც ასტროლოგიაში პოზიტიურ ასპექტად ითვლება. ეს კი ამ ნიშნების წარმომადგენლებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან მარსი დაუპირისპირდება თევზებს (კონკრეტულ შემთხვევაში, გააჩნია ადამიანის პირად ჰოროსკოპში ტრანზიტული მარსისა და ნატალური მზის დაპირისპირების პერიოდს. რაც ცხადია, ინდივიდუალურია და სხვადასხვა დღეს იქნება). არ არის გამორიცხული მოიმატოს აგრესიის გამოვლენის ან ხიფათის ალბათობამ.

* შედარებით რთული იქნება ტყუპებისთვის და მშვილდოსნებისთვის, რადგან მარსი შექმნის კვადრატულ ასპექტებს ამ ნიშნებთან, რაც გაზრდის კრიტიკული დამოკიდებულების და კონფლიქტის ალბათობას.

* ვერძისთვის, ლომისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება“,- წერს რამაზ გიგაური. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა