თეგებით ძიება

"ჩემო კეთილო და მორიდებულო ბიჭო, არ მინდა დავიჯერო, რომ კლასში ჩემი შემოსვლიათანავე არ წამოხტები" - 16 წლის ლუკა აბულაძეს დამრიგებელი ემშვიდობება

ლუკა აბულაძე, რომელსაც 4 ივლისის შემდეგ ზღვაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ლუკას ოჯახი, ახლობლები და კლასელები ემშვიდობებიან. 

"ჩემო კეთილო და მორიდებულო ბიჭო, არ მინდა დავიჯერო რომ კლასში ჩემი შემოსვლიათანავე არ წამოხტები და არ მეტყვი: “ირა მას, როგორ ხართ”სულ მეცინებოდა ამაზე,ვიცოდი შენიშვნა არ გინდოდა მომეცა რომელიმესთვის და მასწრებდი მუდამარც ვიცი რა უნდა დავწერო,ან შენი მშობლები როგორ უნდა ვანუგეშო ,ყველა სიტყვა სიცარიელეა...არასოდეს დამავიწყდება შენი პაწია ზურგით ცხრაჯვარზე ატანილი ქვებით სავსე დიდი ტომარა,გზადაგზა ისვენებდი და თეთრ პერანგს იფერთხავდი. მე გეჩხუბებოდი: გადაყარე,საკმარისია ნუ ათრევ ამ სიმძიმეს-მეთქი! შენ კი, მაინც ჯიუტად მიუყვებოდი აღმართს.ნეტავ მაშინ რა ჩაიფიქრე და რა სთხოვე ღმერთს როცა შეგვეჩვიე და შეგვიყვარდი, მაშინ დაგვტოვე! არასოდეს დაგვავიწყდები სიცოცხლით გაუმაძღარო ,ანგელოზად გაფრენილო ჩემო კეთილო ბიჭო. ჩემი ხელით რეზინით თმას რამდენჯერ აგიწევდი სახე გამოაჩინე -მეთქი...ვახ... იმედი მაქვს და მჯერა, რომ იქ, იმიერში მეტად კეთილი ადამიანები შეგხვდებიან“,- ამბობს პედაგოგი. 

ოჯახის ინფორმაციით, ოთხი არასრულწლოვანი კატერით ზღვაში გაიყვანეს. ითქვა, რომ მოზარდებს არ ეცვათ დამცავი ჟილეტები.

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის, სამი პირი, მათ შორის კატერის მძღოლი დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა