ეს ამაზრზენი კადრები არის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახე - გიგა ბოკერია "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლაზე
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია "თბილისი პრაიდის" ჩაშლას ეხმაურება.
მისივე თქმით, ის რაც დღეს მოხდა არის ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახე.
"ეს ამაზრზენი კადრები კიდევ ერთხელ რაც ვიხილეთ, არის სახე ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, იმ შედეგების რაც ამან მოგვიტანა. არ უნდა მოვიტყუოთ თავი. ზოგადად, ჩვენზე მეტად წარმატებული, ახლო წარსულის თუ აწმყოს ქვეყანაშიც არსებობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები თუ შავრაზმული ჯგუფები. აქ საკვანძო არის, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს ხალხი არის მთლიანად ნაწილი ივანიშვილის რეჟმისა და მათი ინსტრუმენტია", - ამბობს ბოკერია.
შეგახსენებთ, "პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა დღეს პრაიდის ფესტივალი ჩაშალეს. მათ პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს და იმ ადგილას შეიჭრნენ, საიდანაც პრაიდის ორგანიზატორები ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ.