თეგებით ძიება
10. 07. 2023 ვიდეო

"გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით, რომ გინდათ რეიტინგის აწევა" - დიდ დიღომში გარდაცვლილი, 12 წლის ანის დედა "ფორმულას" მიმართავს

დიდ დიღომში გარდაცვლილი, 12 წლის ანის დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  თავისი შვილი მკვლელობის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება.

ის ამ ყველაფერს სიცრუეს უწოდებს და საზოგადოებას მოუწოდებს გავრცელებულ ინფორმაცია არ ენდონ.

"ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ.

ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი და ასეთი გადაცემების კეთება სირცხვილია.

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას გიორგი ბეგლარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,უბრალოდ მინდა განვმარტო რომ გიორგის გარდაცვალება არანაირ კავშირში არ არის ჩემი შვილის საქმესთან, გიორგი პირადად დამიკავშირდა რამდენიმე თვის წინ და მითხრა რომ შეეძლო კამერების გასუფთავება რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ, იგი არანაირ ვიდეოს არ ფლობდა სადაც ნაჩვენებია მკვლელი ეს არის ტყუილი და Formula • ფორმულა  მიერ შეთხზული ისტორია! გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით, რომ გინდათ რეიტინგის აწევა,გრცხვენოდეთ", - წერს ნატო ხუტაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა