თეგებით ძიება

9 ბრალდებულიდან ერთი გამართლდა - ახალი დეტალები ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა