გიორგი ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში საფეხბურთო კლუბ "მეცში“ ითამაშებს.
გიორგი ფრანგულ კლუბში „გენტიდან“ ერთ წლიანი იჯარით გადავა და ხელშეკრულება დღეს უნდა გაფორმდეს.
"მეცში" გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, რომელიც წინა სეზონში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.