ფრთხილად! მოემზადეთ 17 ივლისისთვის - ასტროლოგები მოსახლეობას მიმართავენ
2023 წლის ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა ასტროლოგიურ მოვლენას შევხვდებით.
17 ივლისს კირჩხიბის ნიშანში ახალი მთვარე იქნება. როგორც ცნობილია, მთვარე ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. ახალი მთვარის დროს კი თითოეული ჩვენგანი მომატებულ ემოციურობას, ხასიათის ცვლილებას, უენერგიობას გრძნობს, რამაც შესაძლოა, გარკვეული სირთულეებისა და უთანხმოებების წინაშე დაგვაყენოს.
თუმცა, ასტროლოგების თქმით, როდესაც ახალი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია, ამან შესაძლოა, რეალობის ემოციურად აღქმა კიდევ უფრო გააძლიეროს. ადამიანებს აპათიის, სევდისა და ნოსტალგიის განცდა შეუქმნას და თავი ცუდად აგრძნობინოს.
ამ პერიოდში, სწორედ იმიტომ, რომ გაზრდილი ემოციურობა რეალობის აღქმას ართულებს, შესაძლოა, ფაქტები ობიექტურად ვერ შეაფასოთ, გაგირთულდეთ კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაცია შექმნათ. მაგალითად, შესაძლოა, სხვების მიერ ნათქვამი სიტყვები სხვანაირად გაიგოთ, განსხვავებული კონტექსტი მოუძებნოთ და ამის გამო კამათი წამოიწყოთ როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში.
ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს დღე მშვიდ გარემოში, ახლობელი ადამიანების წრეში გაატაროთ და საყვარელი აქტივობებით დაკავდეთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, გაისეირნეთ და იცოდეთ, რომ ემოციური პერიოდი მალე გაივლის. შეიძლება, თავს უიმედოდ გრძნობდეთ და ფიქრობდეთ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ, მაგრამ შემდეგ დღეებში შემართება და მოტივაცია აუცილებლად დაგიბრუნდებათ.
ვინაიდან ეს პერიოდი ემოციური და ორაზროვანია, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შედეგებით უკმაყოფილო დარჩეთ და ინანოთ. თუ შესაძლებელია, გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. შემდეგ დღეებში ამ ამოცანას თავს უკეთესად გაართმევთ. ახალი მთვარის დროს დასახეთ ახალი მიზნები და გეგმები, მაგრამ მათ განსახორციელებლად პირველი ნაბიჯები შემდეგ დღეებში გადადგით.
ახალი მთვარის გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანი იგრძნობს, თუმცა განსაკუთრებით ემოციური ეს პერიოდი თევზებისთვის, მერწყულისთვის, მორიელისა და კირჩხიბისთვის იქნება. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ დღე მშვიდად გაატაროთ, ნუ შეგეშინდებათ მომატებული ემოციების. მალე თავდაჯერებულობა და მოტივაცია ისევ დაგიბრუნდებათ და თქვენთვის სასიკეთო ცვლილებების გამოწვევას შეძლებთ.
გამოიყენეთ ეს პერიოდი დასვენებისთვის, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებთან ჩაღრმავებისთვის და სამომავლო გეგმების შედგენისთვის.