თეგებით ძიება

ხობში სტიქიის გამო ბინაში, სადაც 3 ბავშვი ცხოვრობს, ჭერი ჩამოინგრა

ხობის ცენტრში ძლიერი წვიმის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჭერი ჩამოინგრა. ჭერი იმ ოთახში ჩამოინგრა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.

ოჯახმა მთელი ღამე მეზობლის ბინაში გაათენა.

ბინა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ აქვს, ისინი იქ ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, სამეგრელოში ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა