თეგებით ძიება

თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს - ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოზე

"თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს" - ამ წარწერით ფურცლები ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამსწრეებს აჩვენა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ახალგაზრდის მორიგ პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მოწმე, შსს-ის ქიმიური ექსპერტიზის უფროსი დაკითხეს.

ექსპერტი ამტკიცებს, რომ  ლაზარეს ქურთუკი, ქუდი და ფეხსაცმელი გამოიკვლიეს და ნავთობპროდუქტების, მძიმე და ცხიმოვანი მჟავების კვალი მხოლოდ ქურთუკზე დააფიქსირეს.    

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა