ხობში საავადმყოფო დაიტბორა, პაციენტები ფოთსა და ზუგდიდში გადაჰყავთ - რა ვითარებაა ამ წუთებში სამეგრელოში?
ძლიერი სტიქიური მოვლენების შედეგად სამეგრელოს არაერთი სოფელი დაიტბორა. რთული ვითარებაა ამ წუთებში ხობის მუნიციპალიტეტში.
ხობის ცენტრალური საავადმყოფო დატბორილია და ვერ ფუნქციონირებს. სასწრაფო დახმარების ჯგუფებს პაციენტები ფოთსა და ზუგდიდში გადაჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, უწყვეტი წვიმის გამო საცხოვრებელი სახლები წყლით არის სავსე, რის შედეგადაც ადგილობრივები სოფელს ტოვებენ.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელემ რკინიგზის გასასვლელთან მანქანა გაიტაცა.