თეგებით ძიება

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და ყველაზე რთული საკითხების წარმატებით მოგვარებას ახერხებთ. ასე გააგრძელეთ! ადრე თუ გვიან, ამას თქვენი უფროსები აუცილებლად შენიშნავენ. ვარსკვლავების კეთილგანწყობა მოლაპარაკებაში წარმატებას მოგიტანთ - შეგიძლიათ, საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი თანამოსაუბრე დაარწმუნოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი დიეტის დასაწყებად.

 

კურო

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. დროა, გადადებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - საქმის წარმატება დიდწილად მათზეა დამოკიდებული. კომუნიკაბელურობა და მეგობრული განწყობა რთული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

 

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერი ცვლილებისა და სიახლისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, შანსით ისარგებლოთ და სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შეცვალეთ. ბინის ან სამუშაო სივრცის მოწესრიგება-დასუფთავება უსიამოვნო ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ და განწყობას აგიმაღლებთ.

 

კირჩხიბი

პოზიტიური განწყობა და ოპტიმიზმი დაგეგმილ ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუკი საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად შეაფასებთ და სამოქმედო გეგმას შეადგენთ, რათა დრო ტყუილად არ დაკარგოთ. ეცადეთ, დაპირებები დროულად შეასრულოთ და ვალები სრულად დაფაროთ - ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და თავდაჯერებას აგიმაღლებთ.

 

ლომი

ამ დღეს შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ რთული მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება ან რესურსების ნაკლებობის გამო გადადებული საქმეების დასრულება. გირჩევთ, გამოცდილ ადამიანებს მოუსმინოთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ გაუცრუოთ.

 

ქალწული

დიდი ხანია ცვლილებებზე ოცნებობთ? გილოცავთ! მათი განხორციელებისთვის საუკეთესო დღეა. მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო, რაც განვითარებაში ხელს გიშლით და გაფერხებთ და დაიწყეთ საქმე, რომელიც დიდი ხანია, გიზიდავთ და გაინტერესებთ.

 

სასწორი

გირჩევთ, პირად ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და საკუთარ გრძნობებში კარგად გაერკვეთ. ხელსაყრელია დღეა ნაყოფიერი მუშაობისა და კარიერული პოზიციის გაუმჯობესებისთვის. მენეჯმენტი თქვენს თავდადებას აუცილებლად შენიშნავს და დააფასებს.

 

მორიელი

სავარაუდოდ, მენეჯმენტს თქვენი ინოვაციური იდეებით ან საინტერესო გეგმებით თავს მოაწონებთ. ნუ მოგერიდებათ, რომ მათ შესახებ კოლეგებს ან ბიზნესპარტნიორებს უამბოთ. ეცადეთ, თქვენი დღე ისე დაგეგმოთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ და საღამოსთვის დასვენებისთვის დროც დაიტოვოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

 

მშვილდოსანი

გირჩევთ, შექმნილი სიტუაციის ან მიმდინარე პრობლემების შესახებ თქვენი ხედვა კოლეგებსა და უფროსებს გაუზიაროთ. თქვენი უჩვეულო იდეები ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული საკითხების მოგვარებისთვის ალტერნატიული მეთოდები გამოიყენოთ. საღამოს ეცადეთ, დიდი ხნის უნახავი ნათესავი მოინახულოთ.

 

თხის რქა

თუ არ იზარმაცებთ და თქვენს თანდაყოლილ ლიდერის თვისებებს გამოავლენთ, ისეთ შედეგებს მიაღწევთ, როგორზეც არასოდეს გიოცნებიათ. ეცადეთ, რთული საკითხები თანამოაზრეების გუნდთან ერთად გადაწყვიტოთ. ნუ გადაიღლებით. დასვენებისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახოთ.

 

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ახალ, მოგებიან შეთავაზებებს მოგიტანთ. თამამად დაიცავით საკუთარი მოსაზრება - ეს შეიძლება სხვა ადამიანებისთვის საინტერესო და სასარგებლო იყოს. ეცადეთ, საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და რაღაც საერთო საქმე დაგეგმოთ.

 

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე დიდ გავლენას მოახდენს. საღამოს საინტერესო შეხვედრა ან ძალიან მოგებიანი საქმიანი წინადადება გელით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა