თეგებით ძიება

გამჭვირვალე თაგვის საშუალებით, პატარა კიბო გამოავლინეს - ახალი მეთოდი ონკოლოგიაში

მეცნიერებმა გამჭვირვალე თაგვების გამოყენებით სხეულის სკანირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნისა და სხვა დაავადებების აღმოჩენას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. აღნიშნული მეთოდი პირველად თაგვებზე გამოიყენეს.

ახალი პრაქტიკა კონკრეტული ქსოვილების მეტი ხილვადობისათვის ქიმიკატების გამოყენებით ორგანიზმისთვის გამჭვირვალობის მიცემას გულისხმობს.

მეცნიერების თქმით, აღნიშნულ პრაქტიკას სამედიცინო სფეროში რევოლუციის მოხდენის პოტენციალი ცალსახად გააჩნია, ვინაიდან ის არსებულ სკანირების ტექნიკაზე უფრო ზუსტ შედეგებს იძლევა.

ახალი მეთოდის გამოყენებით, მკვლევარებმა კიბო ფორმირების ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს.

სკანირების ახალი ტექნიკა მეცნიერებს მთელ სხეულში არსებული დაავადებების აღმოჩენის საშუალებას აძლევს, რაც მომავალში მათ ადამიანის ორგანიზმზე მედიკამენტებისა და მკურნალობის გავლენის სრულ გამოკვლევაში დაეხმარება. 

ახალი მეთოდი არამარტო ადამიანებისთვის, არამედ ცხოველებისთვისაც ძალიან კარგია, რადგან ის ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების საჭიროებასაც ამცირებს.

სკანირების ახალი ტექნიკის უზარმაზარი პოტენციალი არაერთმა სიმსივნის მკვლევართა საზოგადოებამ აღიარა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა