უახლოეს დღეებში კოსმოსი შესაძლებლობების ფანჯარას გვიხსნის – 12-14 ივლისი
შესაძლოა, ენერგიისა და მოტივაციის დაქვეითება იგრძნოთ, ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც გეგმავდით და ამის გამო შფოთვა მოგემატოთ, მაგრამ ნუ იდარდებთ. გახსოვდეთ, რომ წინ უამრავი შესაძლებლობა და იღბლიანი დღეა. ხანდახან დაბრკოლებები აუცილებელია, რომ ძალები აღვიდგინოთ და ვნახოთ, სწორი გზით მივდივართ, თუ უნდა შევცვალოთ რამე.
12 ივლისი
ეს დღე შეგვახსენებს, რომ დიდი ხნით პასუხისმგებლობების არიდება კარგი არჩევანი არ არის. თუ რაიმე საქმე თაროზე შემოდეთ, შუა გზაში მიატოვეთ და არ დაასრულეთ, შესაძლოა სწორედ ამ დღეს შეგახსენოთ თავი, თუმცა საკმარისი ენერგია და შემართება გექნებათ, რომ ეს დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და მნიშვნელოვანი სარგებელიც ნახოთ.
13 ივლისი
ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებით კარგად ესმის და მათ ქცევებსა თუ ქმედებებს აირეკლავს და უკან დააბრუნებს. იყავით კეთილგანწყობილი, ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდეთ და სამყარო ამ სიკეთეს უკან ორმაგად დაგიბრუნებთ.
14 ივლისი
ეს დღე ახალ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ განვითარდეთ და წარმატებას მიაღწიოთ, დატოვოთ ძველი საქმე, რომელსაც აღარც ბედნიერება მოაქვს და არც ფინანსური სარგებელი და თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი თავი დაიწყოთ. აღნიშნულ დღეს კარგად დააკვირდით შემოთავაზებებს, ინიციატივებს. შესაძლოა, თქვენთვის ძალიან ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი წინადადება მიიღოთ.
primetime.ge