ზოდიაქოს ნიშნების სასიყვარულო შეთავსება - ვისთან იქნებით ბედნიერი?
ლომი ქალი ვერძი კაცი
საკმაოდ კარგი კავშირია, თუკი ვერძი კაცი თავისი დაუფიქრებელი და იმპულსური საქციელით თავმოყვარეობას საქვეყნოდ არ შეულახავს ლომს. ამ შემთხვევაში ცხოველთა დედოფალი ნაკლებად შესძლებს აპატიოს მას ეს “მდაბიო” საქციელი.
ლომი კაცი ვერძი ქალი
ერთერთი საუკეთესო კავშირია ვერძისთვის. მამაკაცი ლომი ის მამაკაცია, რომელთანაც ქალი ვერძი თავს მართლა ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს. მართალია ამ ორის ცხოვრება კინკლაობების გარეშე არ ჩაივლის ლომის ეჭვიანობის და მესაკუთრეობის გამო, მაგრამ ეს წვრილმანებია.
ლომი ქალი კურო კაცი
ერთ-ერთი საკმაოდ რთული და პრობლემური კავშირია. ბუნებით ფუფუნების მოყვარული ლომი ქალი, გამუდმებით მოითხოვს კუროსგან ფინანსურ მხარდაჭერას, კურო კი ვერ იგებს რატომ უნდა დახარჯოს მილიონები ვიღაც “ფაბერჟეს” მიერ მოხატულ კვერცხებში, როცა ამის მეოთხედი თანხით კარგი რესტორნის დახურვა შეუძლია მეგობრებთან ერთად. თავად ხვდებით ალბათ, ამ წყვილის ურთიერთობა შორს ვერ წავა.
ლომი კაცი კურო ქალი
ამ შემთხვევაში საქმე შედარებით უკეთაა. რადგან კურო ქალის მომხიბვლელობა, სექსუალურობა, ასევე თვისება არასოდეს გააწყვეტინოს საუბარი მამაკაცს და ყოველთვის მომხიბვლელი ღიმილით ისმინოს მისი სისულელეები, ლომზე მომაჯადოებლად მოქმედებს, მოჯადოებული ლომის მართვას კიდევ რაღა უნდა?
ლომი ქალი ტყუპი კაცი
ასეთი წყვილი ძალიან კარგად გაიკვალავს გზას შოუ-ბიზნესის სფეროში. მთლად უკეთესი თუ ლომი მომღერალი, მოდელი ან მსახიობია, ტყუპი კი მისი იმპრრესარიო ან ჟურნალისტი რომელიც მის შესახებ ქება-დიდებით სავსე სტატიებს დაწერს. ზოგადად არ არის ეს ცუდი კავშირი, მთავარია ტყუპის ხასიათში დამახასიათებელმა უპასუხისმგებლობამ ძალიან არ გააბრაზოს ჯუნგლების დედოფალი.
ლომი კაცი ტყუპი ქალი
საკმაოდ კარგი კავშირია. ტყუპი ქალის მომხიბვლელობას, ქალურობასთან შერწყმულ ბავშვურ თვისებებს და მრავალმხრივობას, ძალიან ადვილად შეუძლია ლომის მოჯადოება. ერთადერთი პრობლემა ტყუპის პერიოდული სიცივეა, რაც ამ ნიშანს საერთოდ ახასიათებს, ლომს კი მოგეხსენებათ სითბო სჭირდება, რაც მეტი მით უკეთესი.
ლომი ქალი კირჩხიბი კაცი
საკმაოდ კარგი წყვილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კიბო შეეცდება აკონტროლოს თავისი ეჭვიანი და მესაკუთრული ბუნება, ლომი ქალის მიმართ რომელიც ბუნებით აქტიური და ეპატაჟური ფიგურაა, სხვამხრივ ყველაფერი კარგადაა, ლომს მოსწონს როცა ანებივრებენ სითბოთი, მზრუნველობით და საჩუქრებით, რაც მას კირჩხიბთან ნამდვილად არ მოაკლდება.
ლომი კაცი კირჩხიბი ქალი
საკმაოდ კარგი წყვილია. მით უმეტეს თუ კიბო ქალი არ მიეკუთვნება ტიპიურ კირჩხიბთა რიცხვს. ლომს მოსწონს მასზე სუსტ, დაუცველ და სათუთ ქალებზე ზრუნვა, კირჩხიბი ქალი კი ზუსტად ასეთია როცა მას ამ როლის მორგება სურს.
ლომი ქალი ლომი კაცი
მათგან შეიძლება საკმაოდ დინამიური, მეგობრული და მყარი წყვილი დადგეს. ისინი ბევრს მიაღწევენ ცხოვრებაში ერთად, ერთმანეთის პატივისცემის და თანადგომის ხარჯზე, თუმცა ფიზიკურად და სექსუალური თვალსაზრისით მათ შორის ვნება მალე ქრება.
ლომი ქალი ქალწული მამაკაცი
საკმაოდ კარგი წყვილია, მით უმეტეს თუკი მათი ქორწინება უფრო გვიან ასაკში შედგება. ფუფუნების მოყვარული ლომისთვის ქალწულს შეუძლია საუკეთესო და მდიდრული ბექგრაუნდის შექმნა და მისი უზრუნველყოფა საუკეთესო პირობებით. აქედან გამომდინარე ლომი ნამდვილად არ წააგებს ამ კავშირით.
ლომი კაცი ქალწული ქალი
საკმაოდ ხშირი და მყარი წყვილია. ქალწული შესანიშნავად ახერხებს ტაქტიანად მართოს უფროსობის მოყვარული ლომი. ლომისთვის კი ქალწული ცოლის გარდა საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრეა.
ლომი ქალი სასწორი მამაკაცი
ძალიანკარგი წყვლია, მით უმეტეს თუ მათი მოღვაწეობის სფერო ხელოვნება და შემოქმედებითი საქმიანობაა. ისინი შეძლებენ ერთობლივი პროექტების შესანიშნავად რეალიზებას. ერთადერთი პრობლემა ეს სასწორის მერყევი ხასიათი, რაც ლომ ქალს ნამდვილად არ მოუვა თვალში პერიოდულად.
ლომი კაცი სასწორი ქალი
ძალიან კარგი წყვილია. შეიძლება ითქვას იდეალურიც კი. ლომისთვის სასწორი ცოლი ნამდვილი საჩუქარია. რბილი, ქალური, ტაქტიანი, დახვეწილი მანერების მქონე. იგი იამაყებს საკუთარი მეორე ნახევრით და ნებისმიერ სურვილს უყოყმანოდ შეუსრულებს მას.
ლომი ქალი მორიელი მამაკაცი
ძალიან რთული, ემოციებით და ვნებებით სავსე კავშირია. ეს არის ფატალური სასიყვარულო თავგადასავალი, რომელშიც ტემპერატურა ძალზე მაღალია და არავინ იცის რით დამთავრდება ბოლოს. შედეგები კი შეიძლება ძალზე სავალალო იყოს. თუმცა ლომიც და მორიელიც თამამად ჩადის ფსონს და რისკავს.
ლომი კაცი მორიელი ქალი
მათ შორის კვადრატული დაპირისპირებაა, ამიტომ ამ ორის ურთიერთობა ვერასოდეს იქნება მშვიდი. განსაკუთრებით კი ამ მხრივ ლომი დაიტანჯება, მორიელი ქალის იდუმალი ბუნების გამო. ლომი მესაკუთრეა, მორიელი კი არასოდეს მისცემს მას იმის საფუძველს ბოლომდე იყოს მასში დარწმუნებული.
წყარო: media.adams.ge