თეგებით ძიება

დადგებით დილემის წინაშე - რას გვირჩევენ ასტროლოგები?

2023 წლის 20 ივლისიდან პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 5 სექტემბრამდე გააგრძელებს.

ასტროლოგების თქმით, დიდი შანსია, რომ წარსულში დატოვებულმა ურთიერთობებმა კვლავ თავი შეგახსენოთ და ამის გამო, გაურკვევლობა, შფოთვა და სტრესი იგრძნოთ. დადგეთ დილემის წინაშე - განაახლებთ ურთიერთობას მასთან, ვინც ადრე გიყვარდათ, თუ სამუდამოდ დაემშვიდობებით. ასტროლოგები ამბობენ, რომ ამ პერიოდში თუკი წარსულში დატოვებულ ურთიერთობას გააცოცხლებთ, შესაძლოა, ისევ იმედგაცრუება და ტკივილი შეგხვდეთ და ისევე მოულოდნელად დასრულდეს, როგორც განახლდა.

გარდა ამისა, რეტროგრადული ვენერას დროს ადამიანები საკუთარ მეორე ნახევარს განსხვავებული თვალით უყურებენ. ახლა წინა პლანზე გადმოდის ყველა უკმაყოფილება და უთანხმოება, რაც აქამდე დაგროვდა და სულ მცირე კონფლიქტიც კი შესაძლოა, დაშორებით დასრულდეს.

ასტროლოგების თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ შემდეგ ნიშნებს:

სასწორი

ლომი

მერწყული

ზოდიაქოს აღნიშნული ნიშნებისათვის დიდი შანსია, რომ პირად ურთიერთობებში ცვლილებები მოხდეს. თუმცა, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ არ მიიღოთ ნაჩქარევი და რადიკალური გადაწყვეტილებები. იყავით თანმიმდევრული, სწორად შეაფასეთ სიტუაცია და იფიქრეთ სამომავლო პერსპექტივაზეც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა