თეგებით ძიება
15. 07. 2023 მსოფლიო

რუსეთი ამტკიცებს, რომ მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობა აღკვეთა

რუსეთის FSB-ს მტკიცებით, "უკრაინის სპეცსამსახურების" მიერ რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობა აღკვეთა.

FSB-მ განაცხადა, რომ მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში დააკავეს "ნეო-ნაცისტები Paragraph-88 ჯგუფიდან", რომლებმაც "ჩაატარეს დაზვერვა სიმონიანისა და სობჩაკის სამუშაო და საცხოვრებელი მისამართებზე".

უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ამოღებულია კალაშნიკოვის ავტომატი ვაზნებით, რეზინის ხელკეტები, დანები და ხელბორკილები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა