61 წლის მამაკაცმა საკუთარი სიცოცხლის 2,2 მილიონ ავსტრალიურ დოლარად გაყიდვა გადაწყვიტა
ავსტრალიის კუინსლენდის შტატის მაცხოვრებელმა საკუთარი სიცოცხლის 2,2 მილიონ ავსტრალიურ დოლარად გაყიდვის შესახებ ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა და სამოგზაუროდ წავიდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
61 წლის სტივენ ტოლის შეთავაზება მის კუთვნილ მოძრავ და უძრავ ქონებაზე უფლების გადაცემას გულისხმობს - მყიდველ ფაქტობრივად, მისი ადგილის დაკავება შეუძლია. გარიგებაში მხოლოდ მამაკაცის ცოლი არ შედის. ”ბევრს სურს მისი წაყვანა, მაგრამ ის ჩემია”, - თქვა ავსტრალიელმა.
მყიდველი მიიღებს ტოლის ოთხოთახიან სახლს (900 კვ. მ.) ავეჯთან, მდიდრული გასართობის სისტემასთან და ბართან ერთად. გარიგებაში ასევე შედის სატრანსპორტო ბიზნესი, რომლის შექმნასაც ავსტრალიელმა 10 წელი მოანდომა.