17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ვენერა და მარსი თქვენი ჰოროსკოპის ყველაზე დინამიკურ ზონაში ნიშნავს, რომ შემოქმედებითი აღმაფრენა ან დიდი სიყვარული გეწვიათ. ეცადეთ ამ დღეს მხოლოდ იმ ადამიანების სიახლოვეს იყოთ, რომლებიც როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გიზიდავენ.
კურო
გარშემო მყოფთა აზრებს უსიტყვოდ ხვდებით, რაც ადამიანებთან ურთიერთობაში უზარმაზარ უპირატესობას განიჭებთ. ამ საოცარი თვისების წყალობით, გარშემო მყოფს გულს არასოდეს ატკენთ.
ტყუპები
ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გზაზე შეხვდებით, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. ოთხ კედელში ნუ ჩაიკეტებით. რაც უფრო ხშირად გახვალთ სახლიდან, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალი ფერებით მოხატავს.
კირჩხიბი
ბოლო დროს წარსულისკენ ყურება ჩვევად გექცათ. ყველაზე კარგი ისაა, რომ მალე ყველაზე თქვენი ცხოვრებიდან ყველაზე მტკივნეული პრობლემა გაქრება და თქვენი სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება.
ლომი
შეიძლება ზოდიაქოს ყველაზე მშვიდი და მომთმენი ნიშანი არ ხართ, მაგრამ ამ დღეს თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. ეს მოგვიანებით ძალიან დაგიფასდებათ და შეიძლება ახლობელი ადამიანებისგან განსაკუთრებული საჩუქარიც მიიღოთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი უნდობლობა და ეჭვიანი ბუნება შეიძლება სასარგებლო იყოს. ეცადეთ, ყველაფერი, რასაც გეუბნებიან, კარგად გადაამოწმოთ და მერე იმოქმედოთ. ვალდებული არ ხართ ყველაფერი დაიჯეროთ რასაც გეუბნებიან.
სასწორი
აუცილებელი არ არის, რომ რთული და შრომატევადი სამუშაო მარტომ შეასრულოთ. თქვენი მმართველი პლანეტის, ვენერას დახმარებით შეგიძლიათ გარშემო მყოფებს თქვენი დახმარება აიძულოთ - საკმარისია ითხოვოთ და ყველაფერი მოგეცემათ - ისიც კი, რაც არ გითხოვიათ.
მორიელი
პროფესიული საქმიანობის სფეროში უჩვეულოდ აქტიური და მონდომებული ხართ, რაც საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. როგორც იქნა მიხვდით, რა უნდა მიუშვა თვითდინებაზე და როდის უნდა იაქტიუროთ. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და თუ საჭიროა, დიეტაც დაიწყეთ.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დროა შვებულების დაგეგმვისთვის, მით უფრო, თუ რომელიმე შორეული ადგილის მონახულება გსურთ. სავარაუდოდ, ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი შვებულება იქნება, რომელსაც არასოდეს დაივიწყებთ. მარტოხელა მშვილდოსანი შეიძლება მომავალ პარტნიორს შეხვდეს.
თხის რქა
ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს. ნუ ეტყვით ახლობელ ადამიანებს სიმართლის ნაცვლად იმას, რისი მოსმენაც სურთ. პლანეტები გაფრთხილებენ, რომ როგორი კეთილშობილიც არ უნდა იყოს თქვენი ტყუილი, მისი შედეგები არ მოგეწონებათ.
მერწყული
თქვენი საპირისპირო ნიშნის კოსმოსური აქტივობა დღესაც და უახლოეს დღეებშიც უამრავ პრობლემას მოგიტანთ, მაგრამ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხსაც გაპოვნინებთ. როცა საქმე ურთიერთობებს ეხება, რჩევა სანდო მეგობარს უნდა სთხოვოთ.
თევზები
ნუ ინერვიულებთ, თუ მოტივაციის პოვნა გაგიჭირდათ, რადგან ამ შაბათ-კვირის ახალი მთვარე თქვენს სხეულს და ტვინს გააქტიურებას აიძულებს. ეცადეთ, მოდუნდეთ და ძალები აღიდგინოთ იმ დღისთვის, როდესაც ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.