თეგებით ძიება

„დაკარგული მაქვს სიკვდილის შიში… სადაც გათავდება, იქ გათავდება…“ - მევლუდ მელაძე და სალომე გველესიანი უმძიმეს ტრაგედიაზე

ავტომრბოლელმა, მევლუდ მელაძემ და მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა სალომე გველესიანმა მათი უფროსი ვაჟის ტრაგიკულ დაღუპვაზე ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში ისაუბრეს. 

„მეგონა, რომ ვერ შევძლებდით ამ ტრაგედიის მორევას, ამაზე ბევრი მიფიქრია. მით უმეტეს, თავიდან… სხვათა შორის, დამეხმარა ჩემი ხასიათი, რომ აქტიურად არ დამიწყია დამნაშავის ძებნა. ყველაზე ახლოს ვინც გყავს, ის ყველაზე მეტად გაღიზიანებს. დიდი ხნის მერე გავაცნობიერე, მივხვდი, რა უჭირდა მევლუდს. მივხვდი, რომ დაბნეული იყო და ზუსტად არ იცოდა, რა უფრო შემიმსუბუქებდა ან საერთოდ რამე თუ შემიმსუბუქებდა. მეც ასე ვიყავი, ახლოს იყო, რატომაა ახლოს-მეთქი, წავიდა, რატომ წავიდა… როცა სახლში ვართ და მარტო ვართ, სიჩუმე იყო ყველაზე რთული. სათქმელი არაფერი იყო. ისე ვწმარდებოდი, რამე მითხრას-მეთქი. მოუწია, რომ ეს ტალღები თავის თავზე გადაეტანა. იყო რაღაცები, რაც მაშინ არასწორად დალაგდა. ვუხსენებ ხოლმე ამას. მაგალითად, ძალიან მალევე წავიდა შეჯიბრებაზე. უნდოდა გამრიდებოდა. სინამდვილეში გაიქცა, რადგან ამის ყურება ძნელია, როცა რაღაცას ვერ ამსუბუქებ. ალბათ, გირჩევნია, არ ხედავდე…“ - თქვა სალომემ.

„ეს ტრაგედია არ მსუბუქდება, უბრალოდ, ფორმას იცვლის. როცა შენს თავს ხდება, იმ მომენტში ზუსტად ვერ აცნობიერებ. არ იცი, რით დააბალანსო. აჯერებ საკუთარ თავს, რომ ეს არ მომხდარა. წარმოდგენა არ მქონდა და ბევრს ვფიქრობდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. გამოსავალს საერთოდ ვერ ვხედავდი. ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ან ვრჩებით, ან ვკვდებით. მესამე ვერსია აქ არ არის. თუ ვრჩებით, ვიბრძვით, რომ ამ ცხოვრების ზოლის ფრენის სიმაღლე რამენაირად შევინარჩუნოთ. ვერაფერს შევცვლით, უკვე იქ ვართ. ლოგიკა ყველგან ჩართული იყო. რასაც ამბობდა და რასაც ფიქრობდა, ეს ერთმანეთს არ ემთხვეოდა. საკუთარ თავთან ომი მქონდა და ეს ომი სულ არის. ყველა ნიუანსს ვაკავშირებ ამ ტრაგედიასთან. ურთულესი პერიოდი იყო… ვფიქრობ, ყველაზე მძიმე დარტყმა მივიღეთ… ჩემში ის მოხდა, რომ აბსოლუტურად მაქვს დაკარგული რაიმეს, მათ შორის, სიკვდილის შიში… სადაც გათავდება, იქ გათავდება… აქამდე დავიდა ყველაფერი. დრო იქ უფრო მენანება…“ - დასძინა მევლუდმა.

მევლუდისა და სალომეს შვილი, ნიკა ჯორჯაძე 2019 წლის 15 აპ­რილს, თბი­ლის­ში მომ­ხდარ­ი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვისას და­ი­ღუ­პა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა