თეგებით ძიება

„ნელ-ნელა რუსები ყველა სფეროში ქართველებს ანაცვლებენ“ – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსული რუსები ეტაპობრივად ანაცვლებენ ქართველებს ყველა სფეროში.

„ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვმუშაობ კაფეებში – ყველა კაფე, თბილისის ნებისმიერ უბანში, სავსეა რუსებით, მუშაობის პროცესში ყველა მხრიდან ისმის ხმამაღალი რუსული. ახლაც ამ ტანჯვის პროცესს გავდივარ ნუცუბიძის ანტრეში. ამას რომ თავი დავანებოთ, ძველი თბილისის კაფეების უმრავლესობა რუსების არის. ახლა მანქანა გასარეცხად დავტოვე სამრეცხაოში, სადაც 1 წლის წინ ქართველი რეცხავდა, დღეს ყველა მრეცხავი რუსია. ჩემი მეგობარი ბათუმში ბინას ვერ ქირაობს, ყველა ბინა რუსებს აქვთ დაკავებული. ფაქტია, რომ ნელ-ნელა რუსები ყველა სფეროში ქართველებს ანაცვლებენ, რაც მოსალოდნელი იყო.

ამას რანაირად უნდა შევეგუოთ არ მესმის. აგერ 2008-ში ხალხი დაგვიხოცეს და 20% ოკუპირებული აქვთ. ძალიან მძიმე ასატანია ეს გარემო პირადად ჩემთვის“, - წერს მეზვრიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა