თეგებით ძიება

საქართველოში შინამეურნეობების 45%-ს საშუალო თვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლები აქვს - „საქსტატი“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების  45%-ს საშუალო თვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლები აქვს. 

შემოსავალი მოიცავს როგორც არაფულად, ისე ფულად შემოსავლებსა და ტრანსფერტებს, მათ შორის დაქირავებული შრომიდან, თვითდასაქმებიდან, სოფლის  მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, ქონების გაქირავებიდან, უცხოეთიდან მიღებული გზავნილებიდან და სხვ.

შინამეურნეობაში კი იგულისხმება ადამიანთა ერთობლიობა, რომელშიც ერთად ცხოვრობენ ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობის მქონე ადამიანები. ამასთან, შინამეურნეობა შესაძლოა ერთი ადამიანისგანაც შედგებოდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა