თეგებით ძიება

„დღის ამ მონაკვეთში ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ” – მისტიური წუთი, რომელიც 24 საათში ერთხელაა

დღე-ღამის განმავლობაში არის ერთი წუთი, როცა ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად აგვისრულდება. ამ წუთს “ოქროს წუთს” უწოდებენ.

მისი გამოთვლა შემდეგნაირად ხდება: ჯერ ავიღოთ რომელიმე კონკრეტული დღე და რიცხვი, თუნდაც 20 ივლისი (20.07), ამ დღის ოქროს წუთი დადგება 20:07 საათზე. მიხვდით ალბათ, რიცხვი = საათს და თვე = წუთს. 24-იდან 31-ამდე გამოითვლება პირიქით – 28 ივლისს იქნება 07:28, ანუ თვე = საათს, რიცხვი = წუთს.

გაითვალისწინეთ, სურვილი არ უნდა იყოს ბოროტი, არ უნდა ისახავდეს მიზნად ვინმესთვის ზიანის მიყენებას და ამასთან, უნდა იყოს კონკრეტული. მაგალითად, “მე მინდა გამიზარდონ ხელფასი”, “მე მინდა მაჩუქონ ახალი ჩანთა” და ა.შ. ეს სურვილი ერთ წუთის განმავლობაში უნდა იმეოროთ.

ამბობენ, რომ ამ წუთის მეშვეობით ძველი ეგვიპტელები აკეთებდნენ იმას, რასაც ხალხი სასწაულებს არქმევდა. თქვენც სცადეთ, რას კარგავთ.

წყარო: ინტერმედია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა