ექიმებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელმაც შემთხვევით მანქანის გასაღები გადაყლაპა
საუდის არაბეთში ექიმების ჯგუფმა მამაკაცის სასუნთქი გზებიდან მანქანის გასაღები ამოიღო. ამის შესახებ Gulf News წერს.
49 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ასფიქსიით შეიყვანეს - მას სასუნთქი გზები უცხო სხეულით ჰქონდა გადაკეტილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მისივე მანქანის გასაღებები იყო, რომლებიც მამაკაცმა თამაშის დროს შემთხვევით გადაყლაპა.
გასაღების ამოღებას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა. ეს ადამიანის სხეულში უცხო ნივთის მოხვედრის პირველი შემთხვევა არაა. რამდენიმ თვის წინ კოსოვოში ექიმებმა პაციენტს მუცლიდან Nokia 3310 მარკის მობილური ტელეფონი ამოიღეს, რომელიც პაციენტმა გადაყლაპა.