"ვიდეოჩანაწერებში ყველაფერი აღბეჭდილია" - სასტუმრო "ოაზისის“ ადვოკატი ჩაქვში დატრიალებულ ტრაგედიაზე
18 ივლისს, ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში ბავშვი დაიხრჩო.
5 წლის ბავშვის დახრჩობის საქმეზე, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა დადგინდება.
ადვოკატი აცხადებს, რომ სასტუმროსთან არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები იდენტიფიცირებულია, სადაც მომხდარის სურათი აღბეჭდილია.
"აღნიშნული ჩანაწერების ამოღება სავარაუდოდ, დღეს მოხდება. დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, ვიდეოჩანაწერებში სურათი აღბეჭდილია, ეს ვიდეოჩანაწერები დაარქივებულია და მათი ამოღება დღეს მოხდება“, - განაცხადა ადვოკატმა.