როგორ აღმოაჩინა მოგზაურმა ნორვეგიაში ბრინჯაოს ხანის კლდეზე გამოსახული ნახატები?
უმრავლესობისთვის, ველურ ბუნებაში ათასწლეულის წინანდელი არტეფაქტის პოვნა ცხოვრებაში მიღებული უიშვიათესი გამოცდილებაა. მაგრამ მოგზაურმა ტორმოდ ფელდიმ, რომელმაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიაში ახლახან ბრინჯაოს ხანის ნახატებს მიაგნო, კიდევ ერთი აღმოჩენა შემატა თავის განსაცვიფრებელ კოლექციას. ფელდი ოჯახთან ერთად, ოსლოდან სამხრეთით, მოსის მუნიციპალიტეტში, ოჯახთან ერთად მოგზაურობდა. როდესაც ისინი დასასვენებლად დასხდნენ, ფელდმა ერთ-ერთ კლდეზე ხელოვნების ნიმუში შენიშნა, რომელიც შეიძლება, ჩვეულებრივ, მოლაშქრეებს გამორჩენოდათ.
ფელდმა ექსპერტები გამოიძახა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მისი აღმოჩენა განსაკუთრებული იყო. ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნახატი, სავარაუდოდ, ბრინჯაოს ხანით თარიღდება და ნორვეგიის ამ რეგიონში ასეთ ხელოვნების ნიმუშს პირველად მიაგნეს.
„ისინი საკმაოდ ძნელი საპოვნელია უხარისხო საღებავის გამო. ბევრ ადამიანს არ უძებნია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ნახატი არსებობს ამ რეგიონში“, - თქვა მკვლევარმა იან მაგნე ჟერდემ.
როგორც Times-ი წერს, ფელდი პირველ პეტროგლიფს ძაღლთან ერთად სეირნობისას 2016 წელს წააწყდა. პროფესიით გრაფიკულმა დიზაინერმა, არ იცოდა, რა მოეხერხებინა უცნაური ნიშნებისთვის, მაგრამ სურდა მათ შესახებ მეტი სცოდნოდა. მან იპოვა პეტროგლიფების გამოსახულებების ვებგვერდი და მის მფლობელს, არქეოლოგ მაგნუს ტანგენს დაუკავშირდა. ორივემ ერთად დაიწყო პეტროგლიფების ძებნა. მათ მალევე შეუერთდა ლარს ოლე კლავესტადი, რომელიც ლანდშაფტის არქიტექტორი და მხატვარია, მაგრამ ის ყოველთვის გატაცებული იყო პეტროგლიფებით; გასული შვიდი წლის განმავლობაში სამივემ ერთად იშრომა ყველანაირი ამინდის პირობებში.
მეცნიერთა ჯგუფი პეტროგლიფებს ღამით აკვირდებიან: პეტროგლიფების რელიეფური ჩუქურთმები რეალურად უფრო ადვილად შესამჩნევია, როდესაც მზე ჩადის ან ამოდის, ან საერთოდ არ ჩანს. სინამდვილეში, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პეტროგლიფებთან ახლოს მოძრავი სურათის ეფექტის შესაქმნელად ოდესღაც ცეცხლს ანთებდნენ. როგორც კრისტინ არმსტრონგმა, ნორვეგიის სტავანგერის უნივერსიტეტის არქეოლოგმა, Times-ს განუცხადა, „გათხრებისას არქეოლოგებმა ზოგიერთი ჩუქურთმის გარშემო წვისა და ნახშირის ნიშნები აღმოაჩინეს... ალი თითქოს ამოძრავებს ჩუქურთმებს.“
ნორვეგიელმა მეცნიერმა ბარდ ამუნდსენმა განაცხადა, რომ მკვლევარებმა, 3D სკანირების შესაქმნელად, [ფოტოგრამეტრიით] მრავალკუთხოვანი ფოტოები გადაიღეს.
https://www.smithsonianmag.com/smart-news/bronze-age-rock-painting-norway-180982486/