თეგებით ძიება
21. 07. 2023 სპორტი

საფრანგეთის ნაცვლად ინგლისში - გიორგი ჩაკვეტაძის საფეხბურთო მომავალი შეიცვალა

24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ გადაწყვიტა, თავისი კარიერა ინგლისურ „უოტფორდს“ დაუკავშიროს. როგორც L’Equipe-ის ჟურნალისტი საშა ტავოლიერი Twitter-ზე წერს, ქართველი უკვე ლონდონში იმყოფება კონტრაქტის გასაფორმებლად.

„გიორგი ჩაკვეტაძე არ წავა „მეციში“ - მას შემდეგ, რაც კლუბის გადაუწყვეტელ ტექნიკურ პერსონალთან მოუხდა საქმის დაჭერა, შემტევმა ნახევარმცველმა ინგლისური „უოტფორდი“ აირჩია, სადაც გამოსყიდვის უფლებით გადავა“, - წერს სპორტული ჟურნალისტი.

ტრანსფერი ჯერჯერობით, ოფიციალურად არ არის დადასტურებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა