თეგებით ძიება
22. 07. 2023 მსოფლიო

კაცმა 200 ათასი შოკოლადის კვერცხი მოიპარა - დანაშაული, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიქცია

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 32 წლის ჯობი პულის, რომელმაც 200 ათასამდე შოკოლადის კვერცხი მოიპარა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მოპარული დესერტის საერთო ღირებულება დაახლოებით $40 ათასს შეადგენს.

დანაშაულის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გახდა ცნობილი. პულმა პოპულარული ბრიტანული დესერტი - Cadbury Creme Eggs ტელფორდში მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან მოიპარა. სამართალდამცველებმა შოკოლადი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პულის ავტომობილი ერთ-ერთ გზატკეცილზე გააჩერეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა