თეგებით ძიება

"შეინარჩუნეთ სიმშვიდე" - ნახეთ, კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და გამორჩეული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

24 ივლისი

ეს დღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დაგაყენებთ და მოგიწევთ, კარგად დაფიქრდეთ, რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის. თუკი აქამდე გარკვეული საკითხის გადაჭრა გადადებული გქონდათ, ფიქრობდით, რომ შემდეგ პერიოდებში მოაგვარებდით, ახლა დადგა დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ და საბოლოოდ თქვათ უარი, ან კიდევ დათანხმდეთ რამეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ასტროლოგები გირჩევენ, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.

25 ივლისი

ამ დღეს ადამიანები თავიანთი პიროვნების მეორე მხარეს აჩვენებენ და შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ თქვენთვის საყვარელი ადამიანები სულაც არ არიან ისეთი იდეალურები, როგორადაც მათ ხატავდით. კომუნიკაცია გართულებულია, ემოციური ფონი იმატებს და შეიძლება კამათი დიდ დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდოს. ასევე, შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან რაიმე ისეთი მოისმინოთ, რაც არ გესიამოვნებათ და გეწყინებათ. ჩათვლით, რომ მსგავს დამოკიდებულებას არ იმსახურებდით და გარკვეულწილად, იმედგაცრუების შეგრძნებაც გექნებათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. რაც უფრო მალე გამოავლენენ ადამიანები თავიანთ რეალურ სახეს, მით უფრო თავისუფლად შეძლებთ ცხოვრებას.

26 ივლისი 

ეს დღეს რაიმე ახალი პროექტისა თუ საქმის დასაწყებად იდეალური ნამდვილად არ არის. ჯობს, უკვე დაწყებული საკითხები დაასრულოთ და შემდეგ იფიქროთ ახალი იდეების განხორციელებაზე.

27 ივლისი

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმის და ორმაგად უბრუნებს იმას, რასაც აკეთებენ. პირველ რიგში, თუკი რაიმე ახალი პროექტის, საქმის დაწყებას გეგმავდით, უმჯობესია, თუ სწორედ ამ დღეს წამოიწყებთ. სამყარო მხარს დაგიჭერთ და წარმატების გაცილებით მეტ შანსს მოგცემთ. ამავდროულად, იყავით პოზიტიური, კეთილგანწყობილი, დახმარებისაკენ მომართული და ეს სიკეთე უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

28 ივლისი

ამ დღეს, შესაძლოა, გაღიზიანება და უმოტივაციობა იგრძნოთ და ჩათვალოთ, რომ არაფერი გამოგდით, წარმატებას შორსაა და არაფერში გიმართლებთ, თუმცა ნუ ინერვიულებთ. ეს ეტაპი მალე გადაივლის, ისევ იგრძნობთ შემართებას და დარწმუნდებით, რომ თქვენი შრომისმოყვარეობა კარგ შედეგს აჩვენებს.

29 ივლისი

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენა მოხდეს, რაც წარმატებას მოგიტანთ, დააჩქარებს მოსალოდნელ შედეგს და ახალ გზებსა და შესაძლებლობებს გახსნის. ამიტომ, ყურადღებით იყავით. კარგად დააკვირდით ყველა შეთავაზებას, წინადადებასა და ინიციატივას და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

30 ივლისი

უმჯობესია, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ, უარი თქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე, დარჩეთ მარტო და დაისვენოთ. მიეცით თქვენს თავს ძალების აღდგენისა და სიმშვიდის უფლება და მომდევნო კვირას ბევრად უფრო მეტი ენერგიითა და შემართებით დაიწყებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა