თეგებით ძიება

ადამიანები ამერიკის კონტინენტზე უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობნენ

დაახლოებით 30 წლის წინ, ბრაზილიაში გიგანტური ზარმაცას ძვლებისგან დამზადებული სამი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებიც ამ დრომდე არ იყო ინტენსიურად შესწავლილი. 

მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანებმა ძვლებისგან დამზადებული რგოლებიანი გულსაკიდები გააპრიალეს და, სავარაუდოდ, მათ პრეისტორიული მოდის აქსესუარების სახით იყენებდნენ. გულსაკიდები 25,000-27,000  წლების წინანადელია და ისინი უძველეს პერსონალურ სამკაულებად ითვლება, რომლებიც აღმოჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეცნიერები ასევე მხარს უჭერენ თეორიას, რომ ადამიანები სამხრეთ ამერიკაში ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე მათ ეგონათ. 

გარდა ამისა, ახალი კვლევის მიხედვით, უძველესმა ადამიანებმა გულსაკიდები ზარმაცების სიკვდილის შემდეგ დაამზადეს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები და ზარმაცები თანაარსებობდნენ. 3-დან 4 მეტრამდე სიგრძის გიგანტური ზარმაცა 750 კგ-ს იწონიდა. მათ სხეულებს ბეწვის ქვეშ არმადილოს მსგავსი ფირფიტები იცავდა და სწორედ ამ ფირფიტებზე ჭრიდნენ ადამიანები ხვრელებს - „თითქოს ისინი ძაფზე იყო შემუშავებული“, ამბობს ბრაზილიელი არქეოლოგი მირიან ლიზა ალვეს ფორანჩელი პაჩეკო.

მრავალი ათწლეულის მანძილზე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანებმა ამერიკამდე, რუსეთსა და ალიასკას შორის სახმელეთო ხიდის გავლით, დაახლოებით 15000 წლის წინ მიაღწიეს. ახალი კვლევა უფრო ადრეულ თარიღს ავლენს. მაგალითად, 2021 წელს მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ნიუ-მექსიკოში 21,000-23,000 წლის წინანდელი ადამიანის ნაკვალევი  აღმოაჩინეს. ახალ კვლევაში კიდევ უფრო ადრეული თარიღია დასახელებული. ზოგიერთი მეცნიერი კამათობს გარკვეულ აღმოჩენებთან დაკავშირებულ თარიღებზე. მაგრამ კვლევის წამყვანი ავტორი ტაის პანსანი, სან-კარლოსის ფედერალური უნივერსიტეტის პალეონტოლოგი, ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ სამხრეთ ამერიკაში ბევრი ადგილი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. 

„ჩვენ გვჯერა, რომ ბრაზილიის კლდოვან თავშესაფრებსა და გამოქვაბულებში უფრო მეტი მტკიცებულება უნდა მოიძებნოს, რადგან ეს ადგილები ნაკლებად არის გამოკვლეული“, - ამბობს პანსანი.

„ეს მართლაც მნიშვნელოვანი კვლევაა, რადგან ის გვაძლევს დამატებით მზარდ მონაცემებს ამერიკაში ადამიანთა დასახლების შესახებ“, - ამბობს კანადის ვიქტორიის უნივერსიტეტის არქეოლოგი, აპრილ ნოუელი.

წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/humans-south-america-sloth-bones-180982531/ 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა