თეგებით ძიება

რა პროდუქტები უნდა მიირთვათ იმუნიტეტის გასაძლიერებლად?

არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

აკაის კენკრა

საკვებიდან მიღებული ანტიოქსიდანტები ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი ნაწილია. აკაის კენკრა შეიცავს ანტოციანინებს, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ ფუნქციებს.

Საზამთრო

იგი შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელსაც გლუტათიონი ჰქვია. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს ინფექციებთან წარმატებით ბრძოლას.

უცხიმო იოგურტი

პრობიოტიკები, რომლებიც გვხვდება იოგურტში და სხვა ფერმენტირებულ პროდუქტებში, აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

ისპანახი

შეიცავს ფოლატს, რომელიც ეხმარება სხეულს ახალი უჯრედების შექმნასა და დნმ-ის აღდგენაში. ის ასევე მდიდარია ბოჭკოთი, ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა C ვიტამინი.

ჩაი

უზრუნველყოფს პოლიფენოლებსა და ფლავონოიდებს. ეს ანტიოქსიდანტები ეძებენ უჯრედების დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს და ანადგურებენ მათ.

ტკბილი კარტოფილი

სტაფილოს მსგავსად, ტკბილ კარტოფილს აქვს ბეტა - კაროტინი. ორგანიზმში ის A ვიტამინად იქცევა, რომელიც შლის მავნე თავისუფალ რადიკალებს. ეს ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესიც კი.

Ბროკოლი

შეიცავს A და C ვიტამინებს, ანტიოქსიდანს, გლუტათიონს.

ბროწეულის წვენი

ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში.

ჯანჯაფილი

შეუძლია შეამსუბუქოს გულისრევა და ღებინება. ამასთან, ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა.

ასევე გასათვალისწინებელია ორგანიზმში D ვიტამინის დოზა. კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანებს შეიძლება უფრო მეტად სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდეთ.

წყარო: „მკურნალი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა