თეგებით ძიება

რა პროცესები მიდის ორგანიზმში მოწევის შეწყვეტის შემდეგ?

რა ემართება ორგანიზმს მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ პირველ წუთებში, საათებში და წლებში.

20 წუთი

გაგიკვირდებათ, მაგრამ სარგებელი იგრძნობა ბოლო სიგარეტის მოწევიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ - თქვენი გულისცემა დაიწყებს კლებას, წნევა ნორმაში დაბრუნდება. ფაქტია, რომ ნიკოტინი აჩქარებს გულის ცემას, სისხლძარღვები კი იკუმშება, რადგან ასტიმულირებს ადრენალინის ჰორმონის გამოყოფას.

თუმცა, რამდენად გამოხატული იქნება ეს ეფექტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს ეწევით. რადგან ხანგრძლივი მოწევა იწვევს გულის კუნთის (მიოკარდიუმის) და სისხლძარღვების დაზიანებას, რაც ემუქრება გულის რითმის დარღვევას (ტაქიკარდია). გარდა ამისა, ხანგრძლივი მოწევა ხელს უწყობს ჰიპერტენზიის განვითარებას.

სწორედ ამიტომ მწეველებს აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტის გაზრდილი რისკი.

8 საათი

ბოლო სიგარეტის მოწევიდან რვა საათის შემდეგ, სისხლში ჟანგბადის დონე დაიწყებს მატებას და ტოქსიკური ნახშირბადის მონოქსიდის დონე დაიწყებს დაცემას. ნახშირბადის მონოქსიდი გამოიყოფა თამბაქოს წვისას, რომელიც შეიცავს ნახშირბადს. მოწევის დროს ეს უსუნო აირი ანაცვლებს ჟანგბადს სისხლში. შედეგად, თქვენი ფილტვების ფუნქცია დაქვეითებულია, გული იწყებს უფრო ძლიერ მუშაობას და უჯრედებსა და ქსოვილებს აკლიათ საჭირო ჟანგბადი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი ან გულის შეტევა.

48 საათი

სიგარეტის გარეშე ორი დღის გატარების შემდეგ, ძალიან გაგიკვირდებათ, რამდენად გემრიელი აღმოჩნდება ნაცნობი კერძები. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნებები იწყებს აღდგენას. მოწევამ შეიძლება დააზიანოს ყნოსვის ნერვული რეცეპტორი ცხვირში, რაც ართულებს მწეველებში სუნისა და გემოს გარჩევას.

გარდა ამისა, ამ დროისთვის ორგანიზმი მთლიანად გაწმენდილია ნახშირბადის მონოქსიდისგან და სასუნთქი გზები იწყებს მათში დაგროვილი ლორწოს გამოდევნას.

72 საათი

მესამე დღეს შეამჩნევთ, რამდენად გაგიადვილდებათ სუნთქვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ალვეოლები და ბრონქიოლები - სასუნთქი სისტემის ნაწილები, რომლებიც გაღიზიანებული და დაზიანებულია კვამლით - იწყებენ რეგენერაციას. გარდა ამისა, თქვენ ენერგიულად იგრძნობთ თავს, რადგანაც სისხლში ჟანგბადის დონე გაიზარდა.

ორი კვირა

სულ რაღაც ორი კვირა სიგარეტის გარეშე და თქვენი სისხლის მიმოქცევა საგრძნობლად გაუმჯობესდება, სისხლი უფრო ეფექტურად დაიწყებს გულსა და კუნთებში მიმქცევას. ფაქტია, რომ სიგარეტის კვამლში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები, უპირველეს ყოვლისა, ნახშირბადის მონოქსიდი, ხელს უწყობს არტერიებში ფოლაქების და ვითარდება ათეროსკლეროზი, რაც იწვევს გულის შეტევას.

სამი თვე

ბოლო სიგარეტის მოწევიდან სამი თვის შემდეგ, თქვენი ფილტვების ფუნქცია გაიზრდება 10%-ით და ხველა, ქოშინი და სუნთქვის სხვა პრობლემები გაქრება.

ამასთან, თუ ხველა ჯერ არ გაქრა, არ უნდა ინერვიულოთ - თქვენი ფილტვები და ბრონქები კვლავაც იწმენდება მოწევის წლების განმავლობაში დაგროვილი ლორწოსგან.

წელიწადი

თუ ერთი წლის განმავლობაში ერთი ღერი სიგარეტიც არ მოგიწევთ, გაიხარეთ - გულის შეტევის და გულის სხვა დაავადებების რისკი ახლა მწეველებთან შედარებით განახევრებულია.

10 წელი

სიგარეტის გარეშე ათწლეულის შემდეგ, ფილტვის კიბოთი სიკვდილის რისკი განახევრებულია იმათთან, ვინც აგრძელებს მოწევას.

 

გაითვალისწინეთ, რომ სიგარეტის კვამლი შეიცავს 5000-ზე მეტ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომელთა უმეტესობა ტოქსიკურია ორგანიზმისთვის. მოწევა ზრდის არა მხოლოდ ფილტვის კიბოს, არამედ სულ მცირე 15 სხვა სახის რისკს.

წყარო: „მკურნალი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა