„დაბადების დღეს გილოცავ, მამი“ - ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი
ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძე დღეს, 22 წლის გახდებოდა.
„დაბადების დღეს გილოცავ მამი“, - წერს სოციალურ ქსელში დათუნას მამა, ზაზა სარალიძე და შვილის საფლავის ფოტოებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ.