თეგებით ძიება

ერთი დაავადების სამკურნალოდ, ხუთ მედიკამენტზე მეტის გამოწერა საჭირო არ არის - ქეთი კობიაშვილი

საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმი პაციენტს ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ ბევრი დასახელების მედიკამენტს უწერს. ორგანიზაცია „სოციალური განტოლების ჰაბი“ პროექტის კოორდინატორ ქეთი კობიაშვილის განმარტებით, ერთი კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, ხუთ მედიკამენტზე მეტის გამოწერა საჭირო არ არის.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თითოეული შემთხვევის თავისებურება, რა გვერდითი მოვლენები, თუ ჯანმრთელობის სხვა პარალელური პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თუმცა, ერთი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, 5 წამალზე მეტი, როგორც წესი, არ არის საჭირო. ამის ცოდნა მოქალაქეებისთვის საჭიროა, ერთის მხრივ მისთვის, რომ იგივე სქემებისგან (ჰოლდინგური სისტემებისგან) იყონ დაცული, ან არ მიიღონ იმაზე მეტი წამალი, ვიდრე ეს მათთვის აუცილებელია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი მომხმარებლის და პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ ბევრი წამალი არ ნიშნავს, ეფექტურ მკურნალობას“-განაცხადა ქეთი კობიაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა