რომელია ყველაზე ხელსაყრელი და იღბლიანი თარიღები 2023 წლის აგვისტოში? - ასტროლოგების რჩევა
რამდენიმე დღეში ზაფხულის ბოლო თვე დადგება. აგვისტო ბევრ ადამიანს უამრავ რადიკალურ ცვლილებას, პოზიტიურ ენერგიასა და შანსს აძლევს, რომ ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყონ. დღეს გაგიზიარებთ მომდევნო თვის ყველაზე ხელსაყრელ და იღბლიან თარიღებს, როცა წარმატების მიღწევას ბევრად უფრო მარტივად შეძლებთ და გამართლებასაც იგრძნობთ:
1 აგვისტო - სავსე მთვარე მერწყულის ნიშანში
მერწყული არის ნიშანი, რომელიც დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას განსაკუთრებით აფასებს. აღნიშნულ ნიშანში სავსე მთვარე კი თითოეულ ადამიანში სწორედ ჩამოთვლილი თვისებების გააქტიურებას გამოიწვევს და მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე დაგვაყენებს. დროა, საბოლოოდ ვთქვათ უარი მოძველებულ, წარსულში დატოვებულ ურთიერთობებზე და ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყოთ. ამ დღეს განსაკუთრებულ ენერგიასა და შემართებას იგრძნობთ, ამიტომაც თუკი რაიმე საქმეს წამოიწყებთ, რომელიმე პროექტში ჩაერთვებით სამყარო თქვენ მხარეს იქნება და წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ. მიხვდებით, რომ საკუთარ თავს უნდა ენდოთ ბოლომდე და პასუხისმგებლობებიც თავად უნდა აიღოთ. შესანიშნავი დღეა, რომ საბოლოოდ დაელაპარაკოთ ადამიანებს, ეს იქნება დაშორების, თანამშრომლობის შეწყვეტისა თუ რაიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული პერიოდი გაძლევთ შანსს, რომ ყველა დაბრკოლებისაგან გათავისუფლდეთ და ცხოვრება განახლებული ძალებით განაგრძოთ.
3 აგვისტო - მთვარე თევზების ნიშანში იქნება, ეს კომბინაცია კი საპირისპირო მიმართულებითაა ქალწულის ნიშანში პლანეტა მარსთან
ეს დღე მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარ ემოციებს, შიშებს, შეგრძნებებს, კომპლექსებს კიდევ ერთხელ კარგად ჩაუღრმავდეთ და მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთოთ. მიხვდებით, რა გიშლით ხელს წარმატებაში და რა უნდა გააუმჯობესოთ სამომავლოდ. გარდა ამისა, ეს პერიოდი შესანიშნავია იმისათვისაც, რომ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი გამოავლინოთ, დაუბრუნდეთ ძველ საქმეს, გაიხსენოთ საყვარელი ჰობი და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს კარგად დააკვირდეთ თითოეულ იდეას, რომელიც თავში მოგივათ.