„ნაპოლი“ კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებას და წელიწადში 2,5 მილიონ ევროს სთავაზობს“ - Calciomercato
ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტს შათავაზობს, რომლის ვადაც 2028 წლამდე იქნება.
მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, ამჟამად კვარაცხელია წელიწადში 1,3 მლნ ევროს იღებს. ახალი შეთანხმებით კი „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელს წელიწადში 2,5 მილიონ ევროს სთავაზობს.
„ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ ერთი წელი გავიდა. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და, წესით, კონტრაქტიც მალე გახანგრძლივდება“, – წერს Calciomercato.
ilnapolista-ს ცნობით, 22 ივლისს დიმარაში საფეხბურთო კლუბ SPAL-თან „ნაპოლის“ ამხანაგური მატჩის დროს კულუარებში ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა (იქვე იყო შუამავალი Zaccardo). გამოცემა წერს, რომ კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს საშუალება ექნება, განაგრძოს გაზაფხულზე დაწყებული მოლაპარაკება „ძალიან ძლიერი“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის 2028 წლამდე (2029 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობით) გახანგრძლივებაზე და ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შეთანხმებას მიაღწევენ, თბილისის „მარგალიტი“ „დაჯავშნილი იქნება „ნაპოლისთვის“, ზემოდან, პრემიერ-ლიგიდან შეტევის წინააღმდეგ [ხვიჩას გადასაბირებლად] და თუ აქამდე არ ჰქონდა ადგილი [ამ შეტევებს], ეს იმიტომაც, რომ ფეხბურთელმა მკაფიოდ გამოხატა სურვილი, ნეაპოლში დარჩეს“, – წერს გამოცემა.
წყარო: nostal.ge