თეგებით ძიება

თვალის ბადურის მწვავე დაავადების სამკურნალო ნემსები შეიძლება თვალის წვეთებმა ჩაანაცვლოს? - მეცნიერების კვლევა

ამჟამად, თვალის ბადურის ცენტრალური ვენის დახშობას (RVO) მკურნალობენ თვალში სისხლძარღვთა ენდოთელიური ზრდის ფაქტორის ინჰიბიტორის (ანტი-VEGF) ნემსის გაკეთებით.

კოლუმბიის უნივერსიტეტისა და სენფორდ ბარნჰამ პრებისის სამედიცინო აღმოჩენათა ინსტიტუტის მკვლევართა მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ეს არაკომფორტული და ოდნავ მტკივნეული პროცედურა მალე შეიძლება თვალის წვეთებმა ჩაანაცვლოს.

ბადურის ცენტრალური ვენის ოკულზია მაშინ ხდება, როცა ბადურა იხშობა, რაც იწვევს დასივებას, ანთებას და ბადურის დაზიანებას; პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, შეიძლება პაციენტმა მხედველობაც დაკარგოს.

ანტი-VEGF ინიექციები შესივებას აცხრობს და მხედველობას აუმჯობესებს. იმისათვის, რათა იმოქმედოს, საჭიროა პრეპარატის თვალში შეყვანა, მაგრამ ინიექცია ყოველთვის ეფექტიანი არაა ამ დაავადების მკურნალობაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა