თეგებით ძიება

ახალციხეში ყირიმ–კონგოს 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს სამი ახალი შემთხვევა, სოფელ ხეოთში, ანდრიაწმინდასა და ქალაქ ახალციხეში დაფიქსირდა.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 15 ადამიანი დაავადდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.

დაავადების შემთხვევები შემდეგ სოფლებში დაფიქსირდა:

ასპინძის მუნიციპალიტეტი – ტოლოში, ძველი, რუსთავი; ოთა;

ადიგენის მუნიციპალიტეტი – აბასთუმანი, ნაქურდევი;

ახალციხის მუნიციპალიტეტი – ანდრიაწმინდა, მუსხი, წყალთბილა, ანდა, ხეოთო.

რა სიმპტომები ახასიათებს ყირიმ–კონგოს :

ადამიანებში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.

დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.

მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.

„სამხრეთს კარიბჭე“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა