"მარიამი აპარატიდან მოხსნეს, ხვალ ან ზეგ პალატაში გადაიყვანენ” - სასიხარულო ინფორმაცია 18 წლის გოგოზე
18 წლის მარიამი, რომელსაც მშობიარობა გაურთულდა და კომაში იყო აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ მარიამის მეგობარმა ბექა არჩვაძემ უთხრა.
როგორც ის ამბობს, მარიამის მდგომარეობა სტაბილურია და ანალიზებიც ნორმაშია.
"ცოტა ხნის წინ დავტოვე კლინიკა, კარგად არის, ანალიზებიც ნორმაშია. კონტაქტურია და თავს კარგად გრძნობს, ბავშვიც კარგად არის. ექიმები ამბობენ, რომ ხვალ ან ზეგ მარიამს პალატაში გადაიყვანენ“, – ამბობს ბექა არჩვაძე.