აგვისტოში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით? - ასტროლოგების დასკვა
როგორც წესი, ზაფხულის ბოლო თვე დასვენებისთვის, მოგზაურობისა და ახალი თავგადასავლებისთვის ყველაზე დატვირთული და აქტიურია. ასტროლოგები ზოდიაქოს იმ ნიშნებს ასახელებენ, რომლებიც აგვისტოში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან:
სასწორი
ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ აგვისტოს თვეში შეხვდებიან და სასიამოვნო თავგადასავალს შეიქმნიან. შესაძლოა, თქვენთვის საყვარელი ადამიანი სრულიად მოულოდნელად გაიცნოთ და სიყვარული მაშინ გეწვიოთ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით. მიეცით საკუთარ თავს ბედნიერების უფლება. იმისათვის, რომ არსებული ურთიერთობით ბოლომდე დატკბეთ, საბოლოოდ უნდა დაემშვიდობოთ წარსულში დატოვებულ ადამიანებს. თუ გსურთ, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოთ, გათავისუფლდით ეჭვებისა და შიშებისაგან და შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
თევზები
თევზები ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ადამიანები არიან და მათთვის ძალიან რთულია, ისეთ პარტნიორს შეხვდნენ, რომლებიც მათ ემოციებს სრულად გაიზიარებენ. მაგრამ, 2023 წლის აგვისტომ გადაწყვიტა, სიურპრიზი მოგიწყოთ. სწორედ ამ პერიოდში შეხვდებით ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით შეგიყვარდებათ და სულიერ მეგობრად ჩათვლით. ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, ახლა სულ სხვა ადამიანით ხართ გატაცებული, მაგრამ ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გადავა თქვენი ყურადღება იმაზე, რომელთან შეხვედრასაც ვარსკვლავები გიმზადებენ. თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობთ და მიხვდებით, რომ ის ისაა, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდით.
ვერძი
ვერძებს, როგორც წესი, გრძნობების გამოხატვა არ უყვართ და სერიოზული ურთიერთობებისაგან თავს იკავებენ. თუმცა, 2023 წლის აგვისტო მათ ამ მიდგომას მთლიანად შეცვლის. შეხვდებით ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებით დაუახლოვდებით და თბილი გრძნობების გამოხატვასაც შეძლებთ. ის არა მხოლოდ შეყვარებული, არამედ თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება და საოცარ მხარდაჭერას იგრძნობთ. შესაძლოა, ეს შეხვედრა სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი იყოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ადამიანი, რომელსაც აირჩევთ, თქვენთვის ძალიან ძლიერ დასაყრდენად გადაიქცევა.