თეგებით ძიება

არ დატოვოთ ბავშვები გაჩერებულ მანქანებში - გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა მოქალაქეებს

მსოფლიოს ათეულობით ქვეყანას გაუსაძლისი სიცხე აწუხებს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ცხელი ამინდი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობაზე. გიორგი ფხაკაძე მოქალაქეებს რჩევით მიმართავს.

„ევროპის მასშტაბით უკიდურესად ცხელი ამინდი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობასა და საარსებო წყაროზე.

შეეცადეთ თავი აარიდოთ სიცხეს:

გაჩერდით ჩრდილში.

თავი აარიდეთ ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

არ დატოვოთ ბავშვები და ცხოველები გაჩერებულ მანქანებში.

გაატარეთ დღეში 2-3 საათი გრილ ადგილას,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა