თეგებით ძიება

29-30 ივლისს ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება

29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People - Real Estate-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

სარეკლამო კამპანიის სახე რუსეთში მცხოვრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა.

"საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენისთვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, როგორც ყველგან, აქაცაა წესები და გარკვეული საკითხები მოსაგვარებელი. ყველაფერში თავად გამორკვევა არ გევალებათ. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People-ს გუნდი, გიწვევთ პირველ გამოფენაზე, რომელიც ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას მიეძღვნება. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად გაესაუბრებით ჩვენს სპეციალისტებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სრულყოფილი ქონების პოვნა შესაძლებელია!" - წერია საიტზე.

ფირცხალავა ასევე ვიდეომიმართვასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, მისი კონცერტიც გაიმართება:

"ყველას სალამი! მე ირაკლი ფირცხალავა ვარ. 29-30 ივლისს გაიმართება ყველაზე გრანდიოზული Expo უძრავი ქონების სფეროში, საქართველოში. საიმედო მშენებელი [კომპანიები], ექსკლუზიური უძრავი ქონება, დიდი ფასდაკლებები შენაძენზე და პრიზების გათამაშება, უნიკალური საინვესტიციო შეთავაზებები და რაღა თქმა უნდა, ჩემი კონცერტი", - ამბობს მომღერალი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა