თეგებით ძიება

"არ ვმონაწილეობთ, ლოგო უნებართვოდ გამოიყენეს" - ტერასა ჯგუფი ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვაზე

ტერასა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ იღებს, კომპანიის ლოგო კი უნებართვოდ გამოიყენეს.

"კომპანია ტერასა ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მონაწილეობს PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული. კომპანიის ნებართვის გარეშე სახელისა და ლოგოს გამოყენება არის კანონდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც მიღებული იქნება შესაბამისი ზომები"- აცხადებენ კომპანიაში.

29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა