რომლებია აგვისტოს ყველაზე ხელსაყრელი და იღბლიანი თარიღები? - ასტროლოგები გვირჩევენ
აგვისტო ბევრ ადამიანს უამრავ რადიკალურ ცვლილებას, პოზიტიურ ენერგიასა და შანსს აძლევს, რომ ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყონ.
გიზიარებთ მომდევნო თვის ყველაზე ხელსაყრელ და იღბლიან თარიღებს:
1-ელი აგვისტო – სავსე მთვარე მერწყულის ნიშანში
მერწყული არის ნიშანი, რომელიც დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას განსაკუთრებით აფასებს. აღნიშნულ ნიშანში სავსე მთვარე კი თითოეულ ადამიანში სწორედ ჩამოთვლილი თვისებების გააქტიურებას გამოიწვევს და მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე დაგვაყენებს. დროა, საბოლოოდ ვთქვათ უარი მოძველებულ, წარსულში დატოვებულ ურთიერთობებზე და ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყოთ. ამ დღეს განსაკუთრებულ ენერგიასა და შემართებას იგრძნობთ, ამიტომაც თუკი რაიმე საქმეს წამოიწყებთ, რომელიმე პროექტში ჩაერთვებით სამყარო თქვენ მხარეს იქნება და წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
მიხვდებით, რომ საკუთარ თავს უნდა ენდოთ ბოლომდე და პასუხისმგებლობებიც თავად უნდა აიღოთ. შესანიშნავი დღეა, რომ საბოლოოდ დაელაპარაკოთ ადამიანებს, ეს იქნება დაშორების, თანამშრომლობის შეწყვეტისა თუ რაიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული პერიოდი გაძლევთ შანსს, რომ ყველა დაბრკოლებისაგან გათავისუფლდეთ და ცხოვრება განახლებული ძალებით განაგრძოთ.
3 აგვისტო – მთვარე თევზების ნიშანში იქნება, ეს კომბინაცია კი საპირისპირო მიმართულებითაა ქალწულის ნიშანში პლანეტა მარსთან
ეს დღე მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარ ემოციებს, შიშებს, შეგრძნებებს, კომპლექსებს კიდევ ერთხელ კარგად ჩაუღრმავდეთ და მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთოთ. მიხვდებით, რა გიშლით ხელს წარმატებაში და რა უნდა გააუმჯობესოთ სამომავლოდ. გარდა ამისა, ეს პერიოდი შესანიშნავია იმისათვისაც, რომ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი გამოავლინოთ, დაუბრუნდეთ ძველ საქმეს, გაიხსენოთ საყვარელი ჰობი და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს კარგად დააკვირდეთ თითოეულ იდეას, რომელიც თავში მოგივათ. შესაძლოა, სამომავლოდ, ეს ძალიან მომგებიანი პროექტის დასაწყისი იყოს. ამავე დღეს გაზრდილ ემოციურობას იგრძნობთ და საკუთარ თავში აღმოაჩენთ, რომ სხვების მიმართ გაცილებით თანამგრძნობი ხართ. კომუნიკაცია გაგიმარტივდებათ, ამიტომაც თუკი ვინმესთან რაიმეზე დალაპარაკება გინდოდათ და აქამდე ვერ ბედავდით, ახლა ამის შესანიშნავი შანსი გაქვთ.
11 აგვისტო – მთვარე კირჩხიბის ნიშანში იქნება როდესაც მთვარე კირჩხიბის ნიშანშია, უფრო მეტ ემოციურობას ვგრძნობთ და ამავდროულად, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვართ.
ამ დღეს სამყარო ყველა კეთილი საქმისა და მხარდაჭერისთვის საპასუხო ენერგიას უკან დაგიბრუნებთ, ბევრი მიმართულებით იგრძნობთ გამართლებას და დამსახურებულ ჯილდოსაც მიიღებთ – ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი წახალისება და აღიარება, ასევე, რაიმე ტიპის მატერიალური სარგებელი.
17 აგვისტო – მერკური ქალწულის ნიშანში იქნება, ეს კომბინაცია კი თევზებში სატურნს დაუპირისპირდებაამ დღეს ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ.
თქვენი გონება გაცილებით სხარტი იქნება და იმ საქმეებს, რომლებზეც ფიქრობდით, რომ არ გამოგივიდოდათ, ბევრად მარტივად გაართმევთ თავს. ამიტომაც, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ახლა ყველა შესაძლებლობა გაქვთ, დაწყებული საქმეები საბოლოოდ დაასრულოთ და შესანიშნავი შედეგი მიიღოთ. გარდა ამისა, ეს არის დღე, როდესაც ადამიანები ილუზიებს ემშვიდობებიან და სიმართლეს თვალს უსწორებენ – ყველა ტყუილი, ორპირობა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაშია, გაცხადდება. შესაძლოა, ეს მტკივნეული პროცესი იყოს, მაგრამ ადამიანების რეალური სახისა და განზრახვების აღმოჩენა ბევრად მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ იცოდეთ, ვის შეიძლება ენდოთ და ვის – არა.