თეგებით ძიება

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად - ამ დღეს დაწყებულ საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით და აუცილებლად წარმატებით დაასრულებთ. ბიზნესის, კარიერის და სიყვარულის მიმართულებით შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯი, რომელსაც დიდი ხანია ვერ ბედავთ. ხელის თხოვნა, რემონტი, ახალი სამსახურის დაწყება, ხელფასის მომატება - ყველაფერი წარმატებული იქნება. ასე რომ, იმოქმედეთ.

 

კურო

ამ დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, საკუთარი გამოცდილება ვინმეს გაუზიაროთ და მისი მფარველობაც ითავოთ. მზად ხართ უსამართლობას შეებრძოლოთ და სუსტის დაჩაგვრის უფლება არავის მისცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღებით იყოთ, რადგან „სუსტები და ჩაგრულები“ ნელ-ნელა მჩაგვრელებად არ იქცნენ.

 

ტყუპები

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საქმეს თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნებს. შესანიშნავი დღეა ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად. ვარსკვლავები ენერგიას, იღბალს და თავდაჯერებას გპირდებიან. ასეთი „საბრძოლო არსენალით“ კი მხოლოდ მოგება შეიძლება!

 

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენს სიტყვებზე, საქმეებზე და ემოციებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული! გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, დიდწილად განსაზღვრავს თქვენს მომავალს. ასე რომ, კარგად გაიაზრეთ ყველაფერი, რასაც ამ დღეს იტყვით ან გააკეთებთ. გახსოვდეთ, რომ კეთილი განზრახვა და კეთილი საქმეები აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

 

ლომი

ამ დღეს სხვა ადამიანების გავლენას და ზეწოლას ადვილად ემორჩილებით და გამორიცხული არ არის, რომ თქვენთვის წაგებიან კომპრომისს დათანხმდეთ. შეიძლება პირიქითაც იყოს - სხვა ადამიანებზე ზეწოლა თავად მოახდინოთ. ასეა თუ ისე, ხვალ სხვადასხვა ადამიანებთან თქვენს ურთიერთობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. ეს რომ კონფლიქტის მიზეზი არ გახდეს, ეცადეთ ოქროს შუალედი იპოვოთ.

 

ქალწული

შესანიშნავი დღეა, რომელიც სასიცოცხლო ენერგიით და პოზიტივით დაგმუხტავთ! ამის წყალობით ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად უმკლავდებით. წარმატებული შესყიდვები, კარგი სიახლეები, მაცდური შეთავაზებები - ხვალ ბევრი სასიამოვნო წუთი გელით. გახსოვდეთ, რომ, როგორც გენიალურმა ოტია იოსელიანმა ბრძანა, წარმატება მასთან მიდის, ვინც ადრე კი არა, კარგ ხასიათზე იღვიძებს.

 

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ოჯახს და მეგობრებს დაუთმოთ, რადგან ეს მთავარი ღირებულებაა ცხოვრებაში. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრული მხარდაჭერა და გულწრფელი საუბარი სულიერ შვებას მოგანიჭებთ და გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია. მარტოხელა სასწორი ხვალ შეიძლება ცხოვრების მომავალ მეგზურს შეხვდეს.

 

მორიელი

ურთიერთობის დამყარების სურვილი გიბიძგებთ, მთელი დღე მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და ძალიან ბევრი ილაპარაკოთ. მთავარია, დებატებში არ შეხვიდეთ - ამ დღეს ნებისმიერი წინააღმდეგობა გულზე უფრო მწარედ მოგხვდებათ, ვიდრე სხვა დროს.

 

მშვილდოსანი

მთელ დღეს სიჯიუტის დემონსტრირებაში გაატარებთ - საპირისპირო აზრში თქვენი დარწმუნება თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ამას უპირატესობებიც აქვს - სიჯიუტის სწორად გამოყენების შემთხვევაში ხვალ „მთების გადაბრუნება“ შეგიძლიათ. მოერიდეთ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ მოქმედებას, რომელსაც ცუნამის მსგავსი ეფექტი ექნება.

 

თხის რქა

ამ დღეს შესაძლოა, იღბალს მიენდოთ და მან ყველაზე საჭირო წუთებში გიღალატოთ. ასე რომ არ მოხდეს, გირჩევთ, იღბალზე მეტად, საკუთარ შესაძლებლობებს და ახლობელი ადამიანების დახმარებას დაეყრდნოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ეცადეთ, კვება აკონტროლოთ.

 

მერწყული

ვარსკვლავები მშვიდ დღეს გპირდებიან, თუმცა ამისთვის დიპლომატიური მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ და გარშემო მყოფებთან კამათი არ გააჩაღოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს ან მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ ცხოვრების მიმართ მოთხოვნებს და მოლოდინებს შეამცირებთ, თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ.

 

თევზები

ყველაფერში, რაც სიყვარულს, ოჯახურ და მეგობრულ კავშირებს ეხება ჰოროსკოპის ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. ვარსკვლავების გარდა, შეგიძლიათ მეგობრებისა და ნათესავების, სანდო პარტნიორებისა და საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მარტოხელა თევზები შეიძლება თავიანთი რომანტიკული ფანტაზიების განსახიერებას შეხვდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა