ბათუმში მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს
ბათუმში ხმაური და დაპირისპირება გრძელდება.
აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით სკანდირებენ სიტყვებს „რუსებო“ „მონებო“.
აქციის მონაწილეებმა ავტობუსს, რომელსაც პორტიდან რუსები გაჰყავდა, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 9 მოქალაქე დააკავეს.