"მარიამი კარგადაა! დიდი მადლობა ყველას, რთული დღეები გადვიტანეთ" - როგორია 18 წლის გოგო მდგომარეობა, რომელიც კომაში იყო? (ვიდეო)
18 წლის მარიამი, რომელსაც მშობიარობა გაურთულდა და კომაში იყო, ახლა კარგადაა. მას გოგონა შეეძინა.
მარიამის მეგობარი ბექა არჩვაძე საზოგადოებას მადლობას უხდის ყურადღებისთვის. როგორც ის ამბობს, მარიამის მდგომარეობა სტაბილურია და ანალიზებიც ნორმაშია.
"მძიმე დღეები გავიარეთ და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყველას. მთელ საქართველოს. საავადმყოფოს ეზოში ხალხი არ ეტეოდა. სისხლის ჩასაბარებლად იმდენი ადამიანი მოვიდა“, - ამბობს ბექა არჩვაძე.